ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს დაინიშნა

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი “საპრეზიდენტო არჩევნების” ვადა დადგინდა – ე.წ. არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

რუსული მედიის ცნობით, თარიღის შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარემ, ასლან ბჟანიამ გააკეთა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება 10 იანვარს მიიღო.   ამ მოთხოვნით ე.წ. ოპოზიციონერი კანდიდატი, ალხას კვიცინია გამოდიოდა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო და ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი  საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

 

იტვირთბა....