aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბასიანთან” სროლისას დაჭრილი 3 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექიმის განცხადებით, 3 პირი, რომლებიც გვიან ღამით კლუბ “ბასიანთან” დაჭრეს, საავადმყოფოში 3 საათსა და 26 წუთზე შეიყვანეს.

“სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ 3 საათსა და 26 წუთზე შემოყვანილ იქნა 3 პაციენტი. სამივე პაციენტს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები 2-ს ზურგის არეში და ერთს ტერფის არეში. უცხო სხეულები, სავარაუდოდ საფანტი. სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მოთავსდნენ განყოფილებებში და მათზე მიმდინარეობს დაკვირვება, მონიტორინგი და მკურნალობა”, – აცხადებს კლინიკის ექიმი.

შეგახსენებთ, კლუბ “ბასიანთან” გვიან ღამით სროლა იყო, რა დროსაც პირმა, რომელსაც, გავრცელებული ვერსიით, კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს, სამი ადამიანი დაჭრა.

სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, ექვსი ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

 

 

იტვირთბა....