ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო და ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი  საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

ოპოზიციის მომხრეები ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ. ე.წ. მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, ე.წ. არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში უნდა დაინიშნოს.

შეგახსენებთ, რომ  სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვენ. ადგილზე არის დაპირისპირებაც და ისინი ელოდებიან ე.წ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნების ბათილად ცნობას ეხება.

როგორც რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”იტყობინება, აქციის მონაწილეებმა , პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი დაიწყეს.

“ისინი ცდილობდნენ შეემტვრიათ კარი და შევარდნილიყვნენ შენობაში. ამასთან, მათ კარის გვერდით შეამტვრიეს ფანჯარა და სწორედ იქიდან ცდილობდნენ შენობაში შესვლას. ადგილზე მობილიზებულები არიან  ე.წ. სამართალდამცავები და ათასამდე აქციის მონაწილე.

მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახრა ავიძბა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გარი არშბას გადადგომასაც მოითხოვდა.” – ნათქვამია რუსულ მედიაში.

იტვირთბა....