“ძალიან პოზიტიურია ის, რომ ამ დასკვნაშიც აღნიშნულია ისეთი რამ, რაც არ იყო დამახასიათებელი საერთოდ საქართველოს სინამდვილისთვის” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ODIHR-ის დასკვნას, რომელიც ეუთომ 9 იანვარს გამოაქვეყნა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენასა და დანიშვნას ეხებოდა.
“ძალიან პოზიტიურია ის, რომ ამ დასკვნაშიც აღნიშნულია ისეთი რამ, რაც არ იყო დამახასიათებელი საერთოდ საქართველოს სინამდვილისთვის. კერძოდ, იყო მოსამართლეების დანიშვნების პრაქტიკა და გადავიდა საერთაშორისო სტანდარტის სისტემაზე. მთავარი რეკომენდაცია რაც არის, რომ აღარ გაგრძელდეს შევსება უმაღლეს საბჭოსი, რასაკვირველია, ეს თემა არის საფიქრალი, ვინაიდან მხოლოდ ნახევარია ჯერჯერობით დაკომპლექტებული უმაღლესი სასამართლოსი და ეს რაოდენობა საკმარისია, რომ პალატები დაკომპლექტდეს,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ ეუთო-ოდირის მეორე, კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა.