aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვარკეთილში, “ანას ბაღთან” აქციაზე 10 პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ ვითარება კვლავ დაძაბულია.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, ვარკეთილში დაპირისპირების დროს სულ 10 ადამინი დააკავეს. აქედან 4 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166, ხოლო დანარჩენი 6 პირი 166-173 მუხლებით.

შეგახსენებთ, ამავე აქციაზე დღეს 6 პირი დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის განცხადებით, 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

„ისინი 173-ე და 166-ე მუხლებით არიან დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს”,-განაცხადა კახა ბუხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, რომელიც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

 

იტვირთბა....