დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში იარაღის ოთახი გატეხეს და იქ არსებული იარაღი აიღეს – ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბა ავრცელებს.
„მათ გახსნეს ყველა კაბინეტი, მათ შორის იარაღის ოთახი და ახლა იარაღის გარკვეული რაოდენობა მათ ხელშია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც ხუთი ერთეული იარაღის დაბრუნება უკვე მოხერხდა“ – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, მუჰამედ კილბამ.
ამასთან ერთად, მუჰამედ კილბამ აღნიშნა, რომ მათთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, ამჯერად შენობაში 250-300 ადამიანი იმყოფება.
მისივე თქმით, „ხელისუფლების მხარდამჭერები გაცილებით მეტნი არიან“.
ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ძალოვანი სტრუქტურების მთავარი მიზანი ადმინისტრაციის შენობის ბლოკირებაა, რათა მასში კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეღწევა ვერ მოახერხოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდენე. მათ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სროლის ხმა იყო, თუმცა ე.წ. შინაგან საქმეტა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
სოხუმში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ენგურის ხიდზე, აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმომსვლელთა რიცხვი დილიდან მატულობს.
კომენტარი გააკეთა ასევე ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამაც. მისი თქმით, მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა მიემართოს იმისაკენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.
ბჟანიას თქმით, დროა სამხედროები, ძალოვნები და გენერლებიც კი დადგნენ აფხაზი ხალხის გვერდით.