aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვფლობთ დაზვერვის მონაცემებს, რომ უკრაინული ავიალაინერი ირანული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ აქვთ დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, უკრაინული ავიალაინერი, რომლის ბორტზეც კანადის 63 მოქალაქე იმყოფებოდა, ირანული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს.

„ჩვენ გადმოგვცეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ინციდენტთან დაკავშირებით. სხვადასხვა წყაროსგან ვფლობთ დაზვერვის მონაცემებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ თვითმფრინავი ირანული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული”, – აცხადებს ტუდო.

BBC-მ ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა.

CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს ირანული საზენიტო რაკეტის მიერ უკრაინის სამგაზვრო ავიალაინერის ჩამოგდების კადრებს.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გამთენიისას ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....