aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წლის ანეგდოტი – ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა” – ოქრუაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მოსახლეობას ახლ წელს ულოცავს და წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალს აკეთებს, რომელიც მისი თქმით ივანიშვილმა გაუკეთა საზოგადოებას.

“მნიშვნელოვანი და სასწაული -უბრწყინვალესი წელი მიიწურა ივანიშვილისეული გაგებით.

რით დაგვამახსოვრა თავი 2019 წელმა?!

  • წლის მოვლენა_გავრილოვის ჩამოსვლა და 20-21 ივნისის ღამე;
  • წლის ეკონომიკური მიღწევა _ 1$=3ლარი;
  • წლის პოლიტიკური მიღწევა_ბიძინას მიერ ერის საუკუნის გადაგდება (პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით);
  • წლის პოლიტიკური დაპირება_ბიძინამ თქვა- 2020-დან ყველამ საზღვარგარეთ დაახვიეთო (ქუთაისის აეროპორტიდან)
  • წლის ანეგდოტი_ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა;
  • წლის საგარეო პოლიტიკური მიღწევა_დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო (ექიმის არა, გიჟის);
  • წლის ტრაგედია_ ერს ისევ ძინავს;
  • წლის დიაგნოზი_ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა;
  • წლის სახალხო მიღწევა_გავრილოვის ღამით ბიძინა ,, გავაშიშვლეთ“;

შობა -ახალ წელს გილოცავთ, ბიძინას წამყვანი და თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს” – წერს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

იტვირთბა....