aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

(ვიდეო) ავიაკატასტროფის ადგილთან ახლოს რაკეტის ნაწილი აღმოაჩინეს – უცნაური ნახვრეტები ლაინერის კორპუსზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

Tor-M1 ტიპის რუსული წარმოების რაკეტა გახდა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს defence-blog, რომელიც OSINT-ის ექსპერტების მიერ დადებულ დასკვნას ეყრდნობა. აღნიშნული ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი ამ დასკვნამდე ჩამოგდებული თვითმფრინავის ნაწილების შესწავლის შემდეგ მივიდნენ. როგორც ირკვევა, თვითმფრინავის კორპუსს ეტყობა რაკეტის კვალი. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ OSINT-ის ექსპერტები.

ფოტოები ქვეყნდება სოციალურ ქსელში, რომელიც ასახავს ავიაკატასტროფის ადგილზე დაფიქსირებულ ნაწილებს, რომელშიც, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ჩანს რაკეტის მიერ მიყენებული ზიანის ნიშნები. უფრო მეტიც, აღნიშნული წყარო ამტკიცებს, რომ Tor-M1 ტიპის რუსული წარმოების რაკეტის ნარჩენი აღმოჩენილია ავიაკატასტროფის ადგილთან ახლოს.

ამასთან ქვეყნდება ვიდეოც, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იწვის თვითმფრინავი ჯერ კიდევ ჰაერში და როგორ ფეთქდება ის მიწაზე დაცემისას.

როგორ ჩამოვარდა ბოინგი და რა გაირკვა – ვინ იმყოფებოდა ბორტზე?

თავდაპირველად, გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური, კერძოს ძრავის გაუმართაობა იყო, თუმცა, უკრაინის ავიახაზების სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ აფრენის წინ თვითმფრინავი შემოწმებული იყო და არანაირი ხარვეზი არ აღინიშნებოდა. უფრო მეტიც, უკრაინის მხარე ამტკიცებს, რომ პილოტი, რომელიც აღნიშნულ თვითმფრინავს მართავდა, ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო უკრაინაში.

მოგვიანებით, გაჩნდა ვერსია, რომ თვითმფრინავი ირანული მხარის მიერ, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებისკენ გაშვებული ერთ-ერთი რაკეტის მსხვერპლი გახდა. თუმცა, აქ თვითმფრინავის ჰაერში ყოფნის და რაკეტების გაშვების დროები ერთმანეთს არ ემთხვევა.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ამ დროის მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა.

 

იტვირთბა....