aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერთი აქცია 3,62 ლარი – რას უპირებს ივანიშვილი “ლაგუნა ვერეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიძინა ივანიშვვილი ლაგუნა ვერეს დარჩენილ ნაწილოსაც ყიდულობს. ობიექტის დიდი ნაწილი უკვე წლებია, რაც ივანიშვილის მფობელობაშია.

ლაგუნა ვერეს “ქართუ ჯგუფის” 26%-იანი წილის მფობელი სააქციო საზოგადოება “იუნონი” ყიდულობს. რის აშნებას აპირებენ საცურაო აუზის ნაცვლად ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში მხოლოდ ისაა მითითებული რომ შესყიდვა 2020 წლის 12 იანვარს იგეგმება და  ერთ აქციაში 3,62 ლარს გადაიხდიან.

“მეტრონომი” საქართველოს მაცნეს განცხადებას უცვლელად გტავაზობთ:

 

სს – სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ განცხადება

№127-19, 30.12.2019 წ.

სს – სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ (ს/ნ 203836117) აქციონერს

 

პატივცემულო ბატონო/ქალბატონო,

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2/14032-15) თანახმად, სს სპორტული კომპლექსი ,,ლაგუნა ვერეს“ განთავსებული აქციების 99.97%-ის მფლობელი აქციონერი სს „იუნიონი“ (ს/ნ 204872799, შემდეგში – „მყიდველი“) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53​4 მუხლით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის ფარგლებში ახორციელებს სს სპორტული კომპლექსი ,,ლაგუნა ვერეს“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვას ყველა აქციონერისაგან.

გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 12 იანვარი, 18:00 სთ.

სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასად განსაზღვრულია 3.62 (სამი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარი.

„მყიდველის“ მიერ ყველა დარჩენილი განთავსებული აქციის (რაც შეადგენს განთავსებული აქციების 0.03%-ს) გამოსასყიდი თანხის დეპონირებისათვის დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გაიხსნა სპეციალური ანგარიში.

გთხოვთ, კუთვნილი თანხის მიღებასთან დაკავშირებით ან სხვა საკითხებზე დაუკავშირდეთ საბროკერო კომპანია შპს „ქართუ ბროკერის“ გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი ნასიბაშვილს (მობილური ტელეფონი: 599 18 28 90, cartubroker@yahoo.com).

ამასთან შეგახსენებთ, რომ თანხის მისაღებად საბროკერო კომპანიაში წარსადგენი დოკუმენტის, კერძოდ, აქციათა რეესტრში თქვენი პიროვნული ანგარიშიდან გამოსყიდვის თარიღამდე (12.01.2020 წ.) ბოლო ორი წლის პერიოდის ბრუნვის ამონაწერის მიღება შეგიძლიათ ჩვენთან, სს სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ მომსახურე რეგისტრატორში – სს „კავკასრეესტრში“ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, 0186, თბილისი (ტელ.: 2 500 211).

სასამართლოს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge.” – ნათქვამია საქართველოს მაცნეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის უმსხვილესი ღია საცუარაო კომპლექსი “ლაგუნა ვერე” 2014 წლის 2 მარტს დაიხურა. დღეს, კი ამ კომპლექსის მფლობელი ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია.

საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, 2007 წლის 12 ივნისს “ლაგუნა ვერეს” აქციათა 63.03 %-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება “იუნიონი” გახდა. სწორედ მისი მეშვეობით გახდა ივანიშვილი “ლაგუნა ვერეს” მფლობელი.

2014 წლის 12 დეკემბერს, აუზის დახურვიდან 8 თვის შემდგომ კი, “იონიონმა” სპორტულ კომპლექსში საკუთარი წილი 99.97%-ის მფლობელი  გახდა. სპორტული კომპლექსი 12,666 კვადრატული მეტრის ფართობზე არის გაშენებული.

როგორც ცნობილია, “ლაგუნა ვერეს” მიდმებარედ, არსებული ყოფილი აბრეშუმის ქარხნის შენობაც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებას წარმოადგენს.

 

 

იტვირთბა....