aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აშშ-ის უპასუხობა, ძალიან სახიფათო ფონს უქმნის არსებულ გლობალურ წესრიგს” – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, ამერიკასა და იარანს შორის მიმდინარეო მოვლენებს აფასებს.

მისი განმარტებით ბუნდოვანია აშშ-ს სტრატეგიული ამოცანები, რაც ძალიან სახიფათოა.

“თავი რომ დავანებოთ ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებას და მხოლოდ ფაქტების საფუძველზე დავაყენოთ ბოლო დღეების ბალანსი, ჩემის აზრით, ის ასე გამოიყურება:

  • უახლეს ისტორიაში პირველად განხორციელდა ღია თავდასხმა აშშ-ს სამხედრო ბაზაზე, რასაც საპასუხო დარტყმა არ მოყოლია. ეს ძალიან სახიფათო ფონს უქმნის არსებულ გლობალურ წესრიგს.
  • აშშ-ს მხრიდან ფსონების მაქსიმალურად გაზრდის შედეგად პოლიტიკური დივიდენტის მიღების ტაქტიკა აღარ მუშაობს.
  • აშშ-ს სანქციების პოლიტიკის შესაძლებლობები შეზღუდულია. ამით მიიღწევა მხოლოდ მოკლევადიანი, ტაქტიკური შედეგები.
  • ბუნდოვანია აშშ-ს სტრატეგიული ამოცანები ამ რეგიონში. მაშინ, როდესაც ირანს, ასევე რუსეთს და თურქეთს აქვთ აბსოლუტურად გასაგები სტრატეგიული მიზნები, რასაც მეთოდურად ახორციელებენ.

    შესაბამისად, პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიის საფუძვლიანი ცვლილების გარეშე, არსებულ გლობალურ წესრიგს სერიოზული საფრთხე ემუქრება” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ირანმა, ერაყში არსებულ ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ქვეყნის ინფორმაციით, ირანელი გენერლის ლიკვიდაციას უკავშირდება.

აღნიშნულის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ “შეერთებული შტატები დაუყონებლივ უწესებს ეკონომიკურ სანქციებს ირანს”.

ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებდა, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდებოდა.

ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.

თავი რომ დავანებოთ ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებას და მხოლოდ ფაქტების საფუძველზე დავაყენოთ ბოლო დღეების ბალანსი, ჩემის აზრით,…

Gepostet von Gia Khukhashvili am Mittwoch, 8. Januar 2020

იტვირთბა....