გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთიან ზონებში 9-10 იანვარს თოვლია მოსალოდნელი. ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მეწყერული პროსეცი გამოიწვიოს.
მათივე ინფორმაციით, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
„9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.