aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დამპალოს” ტერიტორიაზე გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, “დამპალოს” სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაწამები და გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელის, ზურაბ ფოფხაძის მეგობარს, რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზე შემთხვევის დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა, ბრალი წარუდგინეს.

“თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით დაკავებულია ვ.ბ.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ.ჩ. და მ.წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. “დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ.ჩ.-ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ.ფ.-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.
ბრალდებული ზ.ფ. მის თანმხლებ პირთან ვ.ბ.-სთან ერთად შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას. კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ ვ.ბ.-სთან ერთად ჯგუფურად, მ. წ.-ს მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მ. ჩ.-მ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....