aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ნატო-ს შეუძლია შემოიყვანოს სამხედრო დანაყოფები, ტექნიკა და გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია”

“საქართვლოსა და ნატო-ს 2005 წელს ბრიუსელში აქვთ გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ნატო-ს შეუძლია აქ შემოიყვანოს დროებით თავისივე სამხედრო დანაყოფები, ტექნიკა და გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია. გარდა ამისა, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან მოიცავს არამარტო იმას, რომ ამერიკელებისგან მივიღოთ ფინანსური დახმარება ჩვენი სამხედრო მშენებლობისთვის, არამედ ჩვენს პარტნიორს კრიტიკულ სიტუაციაში შესაბამისი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაალ ანჯაფარიძე – ანალიტიკოსი

ასე უპასუხა ანჯაფარიძემ “მეტრონომის” მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ირანს შორის დაძაბული ურთიერთობისა და სამხედრო დაპირისპირების შესახებ, პირდაპირი თუ ირიბი ურთიერთმუქარის ფონზე, სად დგას საქართველო და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ქვეყანას.

ანალიტიკოსმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ირანმა, შესაძლოა, აშშ-ის მისამართით წერტილოვანი დარტყმები განახორციელოს, თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროპის ჩარევის შედეგად, ამ რისკის განეიტრალებაც შესაძლებელია.

შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.

ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.

 

იტვირთბა....