aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირადად პატრიარქს აქვს დანაშაულებები ჩემი ძმის მისამართით” – დეკანოზის ძმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პატრიარქი და პრეზიდენტი ძალიან კარგი მსახიობები არიან – ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დეკანოზის შეწყალებასთნ დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალძე.

“მაქვს ინფორმაცია, პატრიარქმა სალომო ზურაბიშვილს პირად საუბრებში უთხრა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეეწყალებინა. სინოდის გაგზავნილი მოთხოვნა იყო ფარსი, რადგანაც თავად პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა და თითოეულ მათგანს ლაფი დაასხა თავზე. პატრიარქი და პრეზიდენტი ძალინ კარგი მსახიობები არიან. ის გადაწყვეტილება, რომ დღეს ჩეი ძმა საპატიმროში რჩება, არა საპატრიარქოს რომელიმე წევრის, არამედ პატრიარქის გადაწყვეტილებაა. პატრიარქი არის შეშინებული, რომელსაც ეშინია ჩემი ძმის. პირადად პატრიარქს აქვს დანაშაულებები ჩემი ძმის მისამართოთ . მან იცის რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში, ის აპირებდა ღიად საუბარს ყველა თემაზე. მან დატოვა პარალიზებული პატიმარი ციხეში. ის არ არის მწყემსი კეთილი, ისაა ეკლესიის თავზე მოკლათებული პიროვნება, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს დედაეკლესიას” – აცხადებს დეკანოზ მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, რომელიც გლდანის ციხესთან იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  

პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: 

იტვირთბა....