aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დონალდ ტრამპი კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტია”, – ირანელი მინისტრი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირანის ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა, აზარი ჯაჰრომმა, საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც იგი დონალდ ტრამპს “კოსტიუმში გამოწყობილ ტერორისტად” მოიხსენიებს.

ეს განცხადება მინისტრმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა. 

„როგორც ისლამური სახელმწიფო, როგორც ჰიტლერი, როგორც ჩინგიზ-ყაენი! მათ ყველას ეზიზღებათ კულტურა. ტრამპი არის ტერორისტი კოსტიუმში. ის სულ მალე ისწავლის ისტორიას, რომ არავის ძალუძს „დიდი ირანელი ხალხისა და კულტურის“ დამარცხება“, – წერს ირანელი მინისტრი “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“.

იტვირთბა....