aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავის სასამართლომ დეიდის მკვლელობაში ბრალდებული პირი პატიმრობაში დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ წნორში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილა. მოსამართლე მარინა ცერცვაძემ 26 წლის ილია გურაშვილი პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით. გამოძიება დაკავებულს ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება.

შეგახსენებთ, ილია გურაშვილმა 2 იანვარს 50 წლის ირინა ხაილოვა, საკუთარი დეიდა, თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა, მოკლულის სახლიდან ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....