aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„სიკვდილი ამერიკას“ – ირანის პარლამენტში გენერლის მკვლელობის შემდეგ პირველი სესია გაიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტში პირველი სესია გაიმართა.

„სიკვდილი ამერიკას“ – აცხადებენ ირანის პარლამენტის წევრები.

ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყასემ სულეიმანის მკვლელობა აშშ-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტია. იგი ამერიკის შეერთებულ შტატების რეგიონის მანამ დატოვებას ურჩევს, სანამ რაიმე სერიოზული მოხდება.

„დონალდ ტრამპ, თქვენ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეთ. ეს თქვენთვის ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა სესიაზე ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“.

დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა. 

იტვირთბა....