aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალაქებში დუჰუკი, ერბილი და სულეიმანია საქართველოს მოქალაქეთა ვითარება მშვიდია” – საგარეო უწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო ​​​ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთა დიდი ნაწილიც კონცენტრირებულია ქურთისტანის რეგიონში, კავშირზეა.

სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქებში დუჰუკშიერბილსა და სულეიმანიაში მოქალაქეთა ინფორმაციით ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ამასთან, საელჩოში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი +962 797 299 799

შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“.

დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა. 

იტვირთბა....