ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში 8 წლის გოგონა გარდაიცვალა, სიკვდილის გამომწვევი მიზეზი უცნობია

თბილისში, “პრივატ კლინიკაში” რვა წლის გოგონა გარდაიცვალა. გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.

კლინიკის ექიმი რეანიმატოლოგი, ოლიკო გახელაძე აცხადებს, რომ ბავშვი დღეს დილას დაიღუპა.

„პაციენტი შემოვიდა ავადობის სამდღიანი ანამნეზით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობა ცხელების ფონზე. დაწყებული მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებდა. განვითარდა რესპირატორული დისტრესის კლინიკა. პაციენტი გადაყვანილ იქნა ხელოვნურ ვენტილაციაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ძალიან გართულდა. გამოიხატა პოლიორგანული უკმარისობა და დღეს დილას დასრულდა ლეტალური გამოსავლით. გაგზავნილია მასალა გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისათვის. „ღორის გრიპი“ არ დასტურდება. მოზარდი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში“, – განცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ოლიკო გახელაძემ.

იტვირთბა....