ქუთაისში, სოფელ ჭოგნარში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, არსებული ინფორმაციით მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე სამაშველო ჯგუფის სამი სახანძრო იმყოფება.
შემთხვევის მიზეზად ავტომობილის გაუმართაობა სახელდება. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.