ბოლო დროს საქართველოში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული, გაზრდილი უბედური შემთხვევების ფონზე, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, რომ სპეციალისტების დახმარებით, აუცილებლად მოხდეს გაზის ისეთი გამათბობლების შემოწმება, რომლებიც იაფფასიანია და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
გეგმიური შემოწმება წელიწადში ორჯერ ხდება, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა სახლები დაკეტილია და სპეციალისტები საცხოვრებელ ბინებში შემოწმების მიზნით შესვლას ვერ ახერხებენ.
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოსახლეობას რეკომენდაციით კიდევ ერთხელ მიმართავს და რამდენჯერმე წამოწყებულ კამპანიას აგრძელებს სახელწოდებით – “გაუფრთხილდი სიცოცხლეს”.