მექსიკაში, პატიმართა ორი გუნდი ციხის ეზოში ატარებდა საფეხბურთო ამხანაგურ მატჩს, რომელიც საშინელი ჩხუბით დასრულდა. თამაშს მათი ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მოთამაშეები მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღებით გავიდნენ და მალე ფეხბურთის თამაში სისხლიან ჩხუბში გადაიზარდა.
16 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი “სოპიტასი” ავრცელებს. მოკლულთა შორის მხოლოდ პატიმრები არიან, თუმცა დაიჭრა რამდენიმე ბავშვიც, რომლებიც მატჩს ესწრებოდნენ. ჩხუბი თითქმის ორსაათნახევარი გრძელდებოდა.