თურქეთში, მუგლას პროვინციაში ნავი ჩაიძირა. ნავს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან წამოსული 15 მიგრანტი გადაჰყავდა. შემთხვევას 8 მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ქალია.
ამ დრომდე ეძებენ 7 დაკარგულს. სამძებრო სამუშაოებში სანაპირო დაცვის გემები და ვერტმფრენებია ჩართული.
მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრის მიზნით, ხმელთაშუა ზღვის სახიფათო მარშრუტს ირჩევენ, რაც უმეტეს შემთხვევაში ტრაგიკულად სრულდება.