ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

30 დეკემბრიდან ჩაკეტილი პერევი–ქარძმანის გამშვები პუნქტი გაიხსნა. ე.წ. საოკუპაციო რეჟიმმა დროებითი აკრძალვა, სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მოტივით ახსნა. ახალგორის გადასასვლელები კი უკვე 4 თვეა ჩაკეტილი რჩება.

ახალგორის გადასასვლელები საოკუპაციო რეჟიმის ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში ჩაიკეტა. ამ ფორმით ოკუპანტებმა ჩორჩანაში ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს მშენებლობა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ვიდრე პერიმეტრს სამართალდამცველები არ დატოვებენ, გადაადგილების შეზღუდვა არ მოიხსნება.

საქართველოს ხელისუფლება კი ადგილზე პოლიციის ბლოკ-პოსტის არსებობას უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით აუცილებლად მიიჩნევს და მის გაუქმებას არ აპირებს.

იტვირთბა....