aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ზურაბ ჯღარკავას პატიმრობა შეუფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ჯღარკავასთვის, რუსთავის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე იმსჯელა. პატიმრობის ათვლა 2 იანვრის 20 საათიდან განისაზღვრა. გადაწყვეტილება 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობისთვის ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებაზე მოსამართლე, ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა.

ზურაბ ჯღარკავა სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს, მას თან ჰქონდა თანხა, კერძოდ, აზერბაიჯანული მანათი და სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ამის შესახებ საქმის პროკურორი გიორგი ლობჯანიძე აცხადებს.

ზურაბ ჯღარკავას 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ.

ჯღარკავას ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალდებას დაადასტურებდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სრულად გაიზიარა ბრალდების არგუმენტები.

შეგახსენებთ, რომ 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზურაბ ჯღარკავას მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე, სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. შსს-ს ინფორმაციით, მუმლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია გიორგი ასათიანი, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურსა, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული. გარდა ამისა, დავით მუმლაძის მკვლელობაში კიდევ ერთი პირი ზურაბ ჯღარკავაც მონაწილეობდა, რომლის დაკავების მიზნით შსს აქტიურ ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.

იტვირთბა....