aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხონში ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ამასთან, შემთხვევის დროს დაშავდა მეორე ავტომობილში მყოფი ერთი პირი.

გარდაცვლილები სოფელ კუხის მცხოვრებლები არიან.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....