aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იტალიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იტალიაში, ქალაქ ფაზანოში ქურდობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 4 საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.

პოლიციამ ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე შენიშნეს და ავტომობილის ჩხრეკა გამახორციელეს.
ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 2 სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ღირებულების პროდუქცია ამოიღო.

იტალიური მედიის ინფორმაციით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ოთხივე ქართველი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მათ ქვეყნის დასატოვებლად 7 დღე მისცეს.

იტვირთბა....