aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პარლამენტის შენობის წინ 9 პირი დააკავეს – შსს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის შენობის წინ 9 პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს”, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, დასუფთავების სამსახურმა, კარვები აიღო და საბავშვო ატრაქციონები და საახალწლო დეკორაციები დაამონტაჟა, რასაც ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა. ისინი ადგილზე მივიდნენ და კარვების ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

იტვირთბა....