aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოცნებას არ გამოუვა, რომ საკუთარი რეალობა და ალტერნატიული ოპოზიცია შექმნას” – მარგველაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა,  “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში”, სტუმრობისას განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა, საკუთარი ალტერნატიული ოპოზიცია შექმნას.

კითხვაზე, გამოუვა თუ არა „ქართულ ოცნებას“, რომ ხელისუფლებაში დარჩეს მანამდე, სანამ მისი აზრით, ღირსეული ოპოზიცია არ მოვა, მარგველაშვილის თქმით, „ეს არავის გასვლია“

„არ გაუვა ეს. არავის გასვლია. მცდელობები, რომ შენი რეალობა შექმნა, სადაც თეთრიც შენია, შავიც და ნაცრისფერიც, ასეთი მცდელობები ჰქონდა პრაქტიკულად ყველა ხელისუფლებას. თუ ვინმეს ახსოვს, შევარდნაძის დროს იყო მცდელობა, რომ შეექმნათ ალტერნატიური ოპოზიცია, სააკაშვილსაც ჰქონდა ეს მცდელობა. პლიუს ამას, სააკაშვილი და შევარდნაძე ბევრად უფრო პოლიტიკურები იყვნენ და პოლიტიკური გუნდი ჰყავდათ, ვიდრე დღეს „ქართულ ოცნებას“ და მათ არ გამოუვიდათ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....