aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

“მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს. მას, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ, წელიწადითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იტვირთბა....