aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის შანტაჟის მცდელობა პრეზიდენტისგან… დასავლეთთან ვაჭრობით კარგი არაფერი გველოდება” – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დიპლომატიურ ენაზე ეს არის შანტაჟის მცდელობა, თორე საქართველოს მხრიდან ევროპის შანტაჟი არის სასაცილო”, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ერთ კონკრეტულ განცხადებას სისტემური ცვლილებები არ მოჰყვება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, “დასავლეთთან ვაჭრობით” “კარგი არაფერი გველოდება”.

“ზურაბიშვილისგან შანტაჟის მცდელობა იყო საკმაოდ უხეში ფორმით. ჩვენ შანტაჟს მუდმივად ვხედავთ სხვადასხვა მიმართულებით, პრეზიდენტის მხრიდან ეს განსაკუთრებით შემაშფოთებლად ჟღერს, რბილად რომ ვთქვათ. ან დაგვანებებთ თავს და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც გვინდა, თუ ამას არ დაეთანხმებით და თვალებს არ დაგვიხუჭავთ, მაშინ სხვა პატრონს ვიშოვით – ფაქტობრივად, ეს თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ამ ქალისგან არაფერი არ არის გასაკვირი, დიდი ხანია ამას შეჩვეულები ვართ. მე მისგან სწორი განცხადება არ გამიგონია, თორე ასეთ განცხადებებს, რამდენსაც გინდათ, იმდენს აკეთებს. აქ რატომღაც არის ილუზია და ხელისუფლება მუდმივად აპილირებს, რომ აი, ოპოზიციას შეცდომაში შეჰყავს პარტნიორები, სინამდვილეში, ისინი ძალიან კვალიფიციურები და ჭკვიანები არიან, მშვენივრად ხედავენ, ამა თუ იმ განცხადების კონტექსტი რა არის. იმის ილუზია, რომ ისინი რამეს ვერ ხვდებიან, არავის უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება რეაგირებას, მეყსეულ რეაგირებას კონკრეტულ განცხადებებზე არ უნდა ველოდებოდეთ. ასე არ ხდება, რომ ერთ რომელიმე განცხადებას რაღაც სისტემური ცვლილებები მოჰყვება, მაგრამ ტენდენცია მიდის ურთიერთობების დეგრადაციისკენ. თუ ასე გააგრძელეს, ამ ტონში ელაპარაკნენ და ევაჭრნენ დასავლეთს, გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერი კარგი არ გველოდება”, – უთხრა “მეტრონომს” ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა:

“მე ერთადერთ რამეს ვეუბნები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ეს არის ის, რომ თუ საზოგადოებაში შეიქმნა განცდა, რომ არადაბალანსებული არის კრიტიკა, თუ გაჩნდა ასეთი შეგრძნება და დამოკიდებულება, ეს აისახება ნეგატიურად სწორედ ჩვენს ორიენტაციაზე და ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ჩემი გაფრთხილება ამ შემთხევაში. კრიტიკა გასაგებია, საჭიროც არის და ჩვენ სულ ვიყავით ამ რეჟიმში, რომ უცხოეთიდან გვქონდა ეს შენიშვნები, კრიტიკა და ა.შ. ასე რომ, ეს არაფერი გამორჩეული არ არის და არც უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის გამორჩეული, მაგრამ ბალანსი არის საჭირო და აუცილებელი“.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....