aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცოცხალი ძალა მუშაობს, რომ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება” – ქართლში ტყის ხანძარს ებრძვიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშელები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ადგილზე დრონის საშუალებით ხდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.

ხილვადობის აღდგენისთანავე, ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზარდება 200 მეხანძრე-მაშველამდე.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

“ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, მუშაობს იმისათვის, რომ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება. ეწყობა სამუშაო შტაბი, სადაც მთელი ღამის განმავლობაში დავრჩებით და დავგეგმავთ ხვალინდელ ღონისძიებებს. გათენებისთანავე, პროცესში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ

 

იტვირთბა....