aviabiletebi
მთავარი ციტატა

“წადით, იმეცადინეთ, ივარჯიშეთ და რამე აზრიანი მოიტანეთ” – უგულავა “ოცნების” ინიციატივაზე

„ეს შეთავაზება არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ის განხილვადაც არ ღირს. პასუხი არის წადით, იმეცადინეთ, ივარჯიშეთ და რამე აზრიანი მოიტანეთ. რატომ არის ივანიშვილი ხაფანგში? იმიტომ რომ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, 2020 არჩევნების მერე ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები ტარდება პროპორციული სისტემით. შესაბამისად, ხალხს და ოპოზიციას გვიჭირავს ხელში ჯოკერი და ვზივართ ბოლოში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

უგულავა აღნიშნული განცხადებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ დღეს ოპოზიციურ პარტიებს ახალი ინიციატივით მიმართა. ინიციატივის მიხედვით, შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.

იტვირთბა....