aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოინახულა, – აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში, პატრულ-ინსპექტრი ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან ერთად ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც ფეხით მოსირაულე მოქალაქემ ეკიპაჟი გააჩერა. პოლიციელებს ეგონათ, რომ ის დახმარებას ითხოვდა, თუმცა მოულოდნელად 35 წლამდე მამაკაცმა ავტომობილიდან გადასულ ოთარ თავართქილაძეს დანით კისრის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და გაქცევა სცადა. თავდამსხმელს ოთარის მეწყვილე, ავთანდილ მჟავანაძე გაეკიდა და ადგილზევე დააკავა, რა დროსაც დაკავებულმა ისიც ფეხის არეში დაჭრა. (იხილეთ ვიდეო)

ამდროისთვის პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

 

იტვირთბა....