aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ექიმის თქმით ბათუმში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გაუმჯობესდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის მდგომარეობა გაუმჯობესდა. დღეს იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მაინც რჩება.

როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, პაციენტს სავარაუდოდ ხვალ პალატაში გადაიყვანენ.

„მდგომარეობა სტაბილურია და გაუმჯობესება შეინიშნება, დილიდან პაციენტი უკვე კონტაქტურია. მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ის რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა ხვალიდან შესაძლებელია უკვე ჩვეულებრივ პალატაში გადავიყვანოთ“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში, პატრულ-ინსპექტრი ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან ერთად ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც ფეხით მოსირაულე მოქალაქემ ეკიპაჟი გააჩერა. პოლიციელებს ეგონათ, რომ ის დახმარებას ითხოვდა, თუმცა მოულოდნელად 35 წლამდე მამაკაცმა ავტომობილიდან გადასულ ოთარ თავართქილაძეს დანით კისრის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და გაქცევა სცადა. თავდამსხმელს ოთარის მეწყვილე, ავთანდილ მჟავანაძე გაეკიდა და ადგილზევე დააკავა, რა დროსაც დაკავებულმა ისიც ფეხის არეში დაჭრა. (იხილეთ ვიდეო)

იტვირთბა....