მთავარი ციტატა

“სკოლის დირექცია თვლის თავის თავს დამნაშავედ და ჩვენ რა უფლება გვაქვს, ვარჩიოთ, ვინ მტყუანია და ვინ მართალი” – ვოლსკი

“სკოლის დირექცია თვლის თავის თავს დამნაშავედ და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ სკოლას, პედაგოგიურ კოლექტივს და პოლიციას შორის ვარჩიოთ, ვინ მტყუანია და ვინ მართალია. არც ერთ ადამიანს, მე ვისაც ვხედავ დღეს მჭახე განცხადებების ავტორებს, მრჩება შეგრძნება, რომ გული არ სტკივათ ამაზე და რაღაც დივიდენდის მიღება უნდა ყველას.”

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი – გია ვოლსკი

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

პოლიციამ დააკავა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

იტვირთბა....