aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას” – ლომჯარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარდაცვლილი 15 წლის მოზარდისა და მისი თანატოლების დაკითხვისას სავარაუდოდ, ადგილი ჰონდა ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო და,ცველი ნინო ლომჯარია ავრცელებს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, გამოკითხვა სავარაუდოდ, ღამის საათებში ჩატარდა, რაც ასევე არღვევს კანონმდებლობას.

“სახეზეა ნიშნები, რომ დარღვეული იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა. სავარაუდოდ, ადგილი ჰონდა არასრულწლოვნებზე ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას, აქ დროც საეჭვოა, გამოკითხვის ხანგრძლივობაც. გამოკითხვა სავარაუდოდ, ღამის საათებში ჩატარდა, რაც ასევე არღვევს კანონმდებლობას. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მთელი რიგი გარემოებებია, რაც მიანიშნებს, რომ არ იყო იქ შექმნილი ძალადობისაგან თუ ფსიქოლოგიური იძულებისაგან თავისუფალი გარემო. არასრულწლოვანთა დაპირისპირება-შეპირისპირებაც მოხდა მათი ჩვენებების, რაც დამატებით იყო სტრესი და ფსიქოლოგიური იძულება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, პოლიციაში ჩატარებული გამოკითხვის დროს, ლუკა სირაძის გარდა, კანონონის მოთხოვნები სხვა არასრულწლოვანების მიმართაც დაირღვა.

“როდესაც ვსაუბრობ არასრულწლოვანებზე, ვგულისხმობ ლუკასაც და სხვა ბავშვებსაც, რომელთა გამოკითხვაც ჩატარდა პოლიციაში და რომელთა მიმართაც ასევე დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და იძულება ბავშვების და აბსულუტურად საწინააღმდეგო, რასაც კანონმდებლობა ითხოვს. ვფიქრობ, ამან ძალიან დიდი ტრავმა მიაყენა ამ ბავშვებს. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ძალიან მაწუხებს, ამიტომ ვფრთხილობ გამოვიყენო ტერმინები და დეტალებში არ შევიდე. წინ კიდევ არის მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ ამ ბავშვების ინტერესებსაც, რომ ზედმეტი შეფასებები არ გავაკეთო“, – განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....