aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შინაგან საქმეთა მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს” – გოცირიძე 15 წლის მოზარდის საქმეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სამართლებრივთან ერთად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

“შინაგან საქმეთა მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს”, – აცხადებს გოცირიძე “მეტრონომთან” საუბრისას და მიიჩნევს, რომ მოზარდი, რომელმაც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მე-9 სართულიდან გადმოხტა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, ძალოვანი სისტემის ქართული გადმონაშთის მორიგი მსხვერპლია.

“ამ სისტემას არ ცვლის და ასულდგმულებს ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით სამართალდამცავი, მაკონტროლებელი და სასამართლო ინსტიტუტების რეპრესიულად გამოყენების დღემდე არსებული დანაშაულებრივი პრაქტიკა. სანამ არ შეწყდება ე. წ. ძალოვნების პოლიტიკური მიზნით გამოყენება, მანამ ჩარჩება ეს სისტემა წარსულში და იქნება მრავალი ბოროტების წყარო.

როცა ამბობენ, რომ პოლიტიკური სპეკულაციაა კონკრეტული ფაქტის გამო, ხელისუფლებისადმი პასუხისმგებლობის დაკისრება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არიან კონკრეტული დამნაშავეები, რომ ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს და ა. შ. ეს არის სისტემისადმი ხელის დაფარების და პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან თავის აცილების მცდელობა. დიახ, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებაცაა დამნაშავე, დიახ, შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს, დიახ, დამნაშავეა ის ხელისუფლება, რომელმაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამოდინარე, წლების განმავლობაში არ გამოიძია სამართლიანად არც ერთი ის გახმაურებული საქმე, რომელიც კარგად არის ცნობილი საზოგადოებისათვის. სისტემური ხასიათის დანაშაულის დროს სისტემის ხელმძღვანელს ეკისრება პოლიტიკური პაუხისმგებლობა, კონკრეტულ დამნაშავე პირებს კი, სისხლისსამართლებრივი. შინაგან საქმეთა მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს”, – უთხრა “მეტრონომს” რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღნიშნულის შემდეგ, „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

 

 

იტვირთბა....