aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოცნებაში” არკვევენ რა თანამდებობა ეკავა პარტიიდან წასულ ხაჭაპურიძეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა შალვა ხაჭაპურიძემ 15 დეკემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამბობს, რომ “ქართული ოცნებიდან” წამოვიდა.

ხაჭაპურიძე “ქართულ ოცნებას” 2011 წელს შეუერთდა. ის თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

რას აკეთებდა ბოლო წლებში შალვა ხაჭაპურიძე მმართველ გუნდში და იყო თუ არა პარტიულ თანამდებობაზე – ამ კითხვებზე პასუხი ქართული ოცნების პრესსამსახურში არ ააქვთ – ინფორმაციას ამის შესახებ “ტაბულა” ავრცელებს.

როგორც ხაჭაპურიზემ აღნიშნა, პარტიიდან წასვლის შემდეგ ის სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს შრომას.

“რატომ ვტოვებ პარტიის რიგებს? ბევრი შემეძლო მეთქვა: საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, ვაჟა გაფრინდაშვილზე გაკეთებული ოცნების დეპუტატის განცხადება, ტენდერებით ბიუჯეტის თანხების თქვეფა, 20 ინვისის მოვლენები და სხვა, მაგრამ ცხადია ვაჟა ფშაველას მსგავსად ვერ ვიტყოდი, ამიტომ მიზეზებს უფრო კარგად ბუმბერაზი ვაჟას ლექსში ამოვიკითხავთ”, – წერს ხაჭაპურიძე და ვაჟა-ფშაველას ლექსს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ შალვა ხაჭაპურიძემ 15 დეკემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნა პოსტი, სადაც ამბობს, რომ “ქართული ოცნებიდან” წამოვიდა. მიზეზებს შორის საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადება, 20 ივნისის მოვლენები და ტენდერებით ბიუჯეტის თანხების “თქვეფა” დაასახელა.

იტვირთბა....