aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საკრებულოს შენობაში სიტუაცია კვლავ დაიძაბა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ დროსითვის თბილისის საკრებულოს შენობაში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის კაბინეტთან გადაინაცვლეს.

ისინი აცხადებენ, რომ მათ ტყემალაძესთან შეხვედრა სურთ, თუმცა, ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა.

ოპოზიციის წარმომადგენლებთან მივიდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი, რომელმაც განუმარტა მათ, რომ გიორგი ტყემალაძეს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ჩართვა აქვს და ამის შემდეგ შეძლებდა მათთან გასაუბრებას.

ელენე ხოშტარიამ ბექა დავითულიანს მიმართა, რომ „საკრებულოდან გააგდონ ერეკლე კუხიანიძე“, ბექა დავითულიანმა კი მათ განუცხადა, რომ „ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვის როდის გააგდებენ“.

საბოლოო ჯამში, ოპოზიციის წარმომადგენლებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს გიორგი ტყემალაძის კაბინეტის ტერიტორია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში დღე ხმაურით დაიწყო. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის გადადგომას ითხოვდნენ, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

იტვირთბა....