aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ სახლს ერთად აშენებთ, ზევიდან თავში ჩარტყმის მცდელობა კარგი არ არის” – გერმანიის ელჩი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშიმ, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ სახლს ერთად აშენებთ, ერთმანეთს თავში არ უნდა ჩაარტყათ.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე, საჭიროა პოლიტიკის დეპოლარიზაციის გარკვეული მაჩვენებელი.

„თუ სახლს ერთად აშენებ, ზევიდან თავში ჩარტყმის მცდელობა კარგი არ არის. თუ გინდა მიაღწიო წარმატებას დიდ სტრატეგიულ პროექტთან დაკავშირებით, გჭირდება დეპოლარიზაცია, უნდა გქონდეთ ერთად მუშაობის უნარი“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშიმ.

იგი ასევე გამოეხმაურა საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესს და განაცხადა, რომ დიალოგი გრძელდება.

„დიალოგი არ ჩავარდნილა, რადგან ის გრძელდება. ჩვენ სავარაუდოდ, დღესასწაულებზე შეგვისვენებთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ იქამდე გარკვეულ წარმატებას მივაღწევთ. საერთაშორისო თანამეგობრობა მუშაობს, რომ განაგრძოს შუამავლობა და მხარეებიც განიხილავს ყველა წინადადებას“,-განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო. აღნიშნულს საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება,  ქუჩის აქციები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პიკეტირება მოჰყვა. ელჩების ინიციატივით გამართული შეხვედრის სამივე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. რა შეთავაზებები ექნებათ პოლიტიკოსებს დიალოგის მორიგ რაუნდზე, ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....