aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 475.7 ლარით განისაზღვრა” – “საქსტატი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

2019 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების
ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ
დარგებში:

• მშენებლობა – 2 008.4 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958.7 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა –
3.7 პროცენტი);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – -19.4 პროცენტი)

2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 475.7 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 72.2 და 115.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სქესის მიხედვით 2014-2019 წლებში კვარტალების მიხედვით.

2019 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა და 1 316.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 191.9 ლარი, წლიური ზრდა 0.3 პროცენტი), ასევე მშენებლობის (2 023.5 ლარი, წლიური ზრდა 16.6
პროცენტი) დარგში ფიქსირდება. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2014-2019 წლებში კვარტალების მიხედვით.

2019 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 22.5 ლარით და 1 042.0 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში
დასაქმებულებს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2014-2019 წლებში კვარტალების მიხედვით.

იტვირთბა....