“ქართული ოცნების” ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, მათ პარტიულ ღონისძიებაზე მოქალაქეთა იძულების მიყვანის ფაქტს ეხმაურება. განცხადება TV პირველის ეთერში გაავრცელა.
ვოლსკის განცხადებით აქციაზდე მოქალაქეთა იძულებით მიყვანა დანაშაულია.
“ჩემ გარშემო ასობით ადამიანია შეკრებილი და ვერავის ვერ ვხედავ ძალით ჩამოყვანილს. თუ რაიმე ინფორმაცია აქვს უნდა მოგვაწოდოს, ეგ დარღვევაა და დანაშაული”, — ამბობს ვოლსკი.
ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მისმა თანაგუნდელებმა “ბინძური მეთოდების გამოყენებით”, იძულებით ვინმე მიიყვანეს.
“ყველამ ვინც ვინმეს ძალა დაატანა არამარტო ჩამოსვლაზე, არამედ ნებისმიერ პოზიციაზე, ეს არ არის ის ადამიანი, ვინც ჩვენს გუნდში უნდა იყოს”, — თქვა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გაიმართა.