aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტურია

aviabiletebi
ავიაბილეთები

შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცების შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება. თადუმაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით დღეს აირჩია.

ასევე ვაკანტური ხდება გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობა, რადგან თადუმაძის მოადგილე მამუკა ვასაძე, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ პარლამენტმა დღეს აირჩია. ვასაძე პირველი მოადგილის პოსტს 2015 წლის 30 ნოემბრიდან იკავებდა.

შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტმა 2018 წლის 16 ივლისს აირჩია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები დაამტკიცა.

პროცესი ხამურის ფონზე მიმდინარეობდა.

იტვირთბა....