aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამა ანდრია სარია საპატრიარქოში დაიბარეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვიცი, რომ ქრისტიანის სტატუსს ვერავინ ვერ წამართმევს და ჩემთვის ამაზე უფრო მაღალი სტატუსი არ არსებობს. ამიტომ ვრჩები საქართველოში და ვიბრძოლებ ამ სტატუსით…” – ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში მას შემდგეგ განაცხადა რაც საპატრიარქოში დაიბარეს.

მისი თქმით, საპატრიარქოში ეთიკის საბჭოს შეხვედრაზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარეს.

მამა ადნრია სარია არ გამორიცხავს მისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას და ამბობს, რომ მისი საბჭოზე დაბარება უკანონოა, რადგან, საბჭოს უფლებამოსილება ჭყონდიდის ეპარქიაზე არ ვრცელდება, რომელსაც თავად წარმოადგენს.

მღვდელი ამბობს, რომ საპატრიაქრომ მოგვიანებით შეცვალა ეს გადაწყვეტილება და იგი უკვე არა ეთიკის საბჭოში, არამედ უბრალოდ მღვდელმთავრებთან სასაუბროდ დაიბარეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილება მიიღეს საპატრიარქოში, სასულიერო პირები ამის შესახებ განცხადებას არ ავრცელებენ.

საპატრიარქოში ასევე დაიბარეს იღუმენია თამარი, რომელიც მამა პეტრესთან ერთად წლების განმავლობაში ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურობდა.

იღუმენია თამარი საპატრიარქოში დაბარებას უკანონოდ მიიჩნევს და მისვლაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მამა ანდრია სარია ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ღიად საუბრობდა იგი მხარს უჭერდა მეუფე პეტრე ცაავას და აკრიტიკებდა საპატრიარქოს წარმომადგენლებს.

იტვირთბა....