aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტთან აქციაზე ამ დროისთვის 16 პირია დაკავებული. როგორც “მეტრონომს”  შინაგან საქმეთა სამნისტროდან აცნობეს, ყველანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის შესასვლელებთან ან დრომდე იმყოფებიან აქციის მონაწილეები.

 

იტვირთბა....