“ჰოი, საოცრებავ. პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს. ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა, ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს”
გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს” წევრებს, გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ.
შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.