aviabiletebi
ვიდეო მთავარი მსოფლიო სამართალი

(ვიდეო) წლის გაქცევა სასამართლოდან: როგორ გარბის დის დაჭრაში ბრალდებული ჭერიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

უცნაური გაქცევა მოხდა რუსეთში სასამართლო დარბაზიდან. ლეონიდ გრეისერი საპატიმრო კაბინის სახურავიდან ამოხტა, ჭერში აძვრა და გაქცევა სცადა. მან ნაწილობრივ ეს მოახერხა კიდეც. განსასჯელს პოლიციელები დაედევნენ, ვიდეოშიც ჩანს, როგორ ურტყამენ ფეხებში ელექტროშოკებს, თუმცა გრეისერზე არაფერი მოქმედებს და აგრძელებს სვლას. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

წყაროს ინფორმაციით, ლეონიდ გრეისერს ბრალად ედება საკუთარი დის დაჭრა და ბასრი საგნით ტანზე უცნაური იეროგლიფების ამოტვიფრვა.

პოლიციის ინფორმაციით, საბოლოოდ მოხერხდა განსასჯელის დაკავება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

 

იტვირთბა....