aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს თავდაცვის ძალები რეგიონში არის ერთ-ერთი სერიოზული თავისი შეიარაღებით და მოდერნიზაციით” – ჩაჩიბაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ქვეყანას არ ჰყავს ჯარი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ეხმაურება.

ჩაჩიბაია, რომელიც აღნიშნულ განცხადებაზე პრეზიდენტისგან დამატებით განმარტებას ელის, აცხადებს, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები რეგიონში ერთ-ერთი სერიოზულია.

“მე არ ვიცი, რა იგულისხმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამაზე თვითონ გააკეთებს განმარტებას. ჩემის მხრივ, მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები რეგიონში არ არის ერთ-ერთი სერიოზული თავდაცვის ძალები თავისი შეიარაღებით და მოდერნიზაციით”, – უთხრა ჟურნალისტებს ჩაჩიბაიამ.

სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე დღეს კომენტარი თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიღებელია.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 დეკემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება.

იტვირთბა....